ბექა ფერაძე - სასწავლო პროცესი ნებადართულია, თუმცა უნივერსიტეტების მხრიდან გარკვეული გადაწყვეტილების შესაბამისად ჰიბრიდულ რეჟიმში გაგრძელდება
სასწავლო პროცესი შეიძლება ითქვას, რომ ნებადართულია, თუმცა უნივერსიტეტების მხრიდან გარკვეული გადაწყვეტილების შესაბამისად ჰიბრიდულ რეჟიმში გაგრძელდება, – ამის შესახებ შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 19 ოქტომბრიდან ნებადართული ხდება უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის განახლება.
„ბაზაში 120 დადებითი დასკვნა გვაქვს, როგორც პროფესიული სასწავლებლების, ასევე უნივერსიტეტის მიმართ და ისინი სასწავლო პროცესის განახლებას ხვალიდან შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ძალიან ბევრმა უმაღლესმა სასწავლებელმა გადაწყვიტა, რომ პრაქტიკული სწავლება იქნება მხოლოდ განხორციელებული და ონლაინ განაგრძობს სწავლას სხვა მხრივ, რაც იყო გათვალისწინებული აუდიტორიებში სწავლების მიმართულებებით. ამიტომ, სასწავლო პროცესი შეიძლება ითქვას, რომ ნებადართულია, თუმცა უნივერსიტეტების მხრიდან გარკვეული გადაწყვეტილების შესაბამისად ჰიბრიდულ რეჟიმში გაგრძელდება“, – განაცხადა ფერაძემ.