ბექა დავითულიანი - სასტუმროს პატრონს როდესაც რუსი ტურისტის მიღებას უშლი, ამ დროს კი შენი წინაპრის სახელით რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებ, არ მგონია, ეს მორალური დილემა იოლად გადასალახი იყოს
სასტუმროს პატრონს როდესაც რუსი ტურისტის მიღებას უშლი, ამ დროს კი შენი წინაპრის სახელით რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებ, მერე სხვას ლანძღავ, არ მგონია, ეს მორალური დილემა იოლად გადასალახი იყოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
დავითულიანი გამოეხმაურა მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2.5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა“.
„რუსეთის წინააღმდეგ გამოვდივარ მეც, მაგრამ რესტორანში რომ შეუვარდები ადამიანს, რომ დასდევ თითოეულ რუს ტურისტს და ამბობ, ეს კატასტროფააო, არ ვიცი, რა ვთქვა. მისი წინაპარი იყო ადამიანი, რომელიც მნიშვნელოვან შემოქმედებით მემკვიდრეობას ფლობს, მაგრამ 50 წლის შემდეგ, ამდენი წელი გავიდა, კიდევ ასეთი აქტუალურია და რუსეთის ბიუჯეტი კიდევ უხდიდეს მემკვიდრეებს, ცოტა რა ვიცი. მით უმეტეს, როდესაც სასტუმროს პატრონს უშლი რუსი ტურისტის მიღებას, აქედან ფულის მიღებას, ამ დროს შენი წინაპრის სახელით რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებ, მერე სხვას ლანძღავ ამის გამო, არ მგონია, ეს მორალური დილემა იოლად გადასალახი იყოს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.