ბექა დავითულიანი - როგორც ჩანს, გიორგი ვაშაძე აქციებით აპირებს, უპასუხოს დეპოლარიზაციაზე რეკომენდაციას, აქციების გზით არასდროს არაფერი გამოვიდა და დადგა დრო, ოპოზიცია მიხვდეს, რომ სხვანაირად იარონ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, როგორც ჩანს, გიორგი ვაშაძე საპროტესტო აქციებით აპირებს, უპასუხოს დეპოლარიზაციაზე ევროკომისიის რეკომენდაციას.
„ოპოზიციისთვის ეს გზა არის თვითდესტრუქციული და ვერასოდეს ვერ მიაღწიეს იმ შედეგს, რაც უნდათ და ვერც მიაღწევენ. ამით ქვეყანასაც აზიანებენ და საკუთარ თავსაც. ვნახეთ, რა რესურსი აქვთ. აქციების გზით არასოდეს არაფერი გამოვიდა და დადგა დრო, ოპოზიცია მიხვდეს, რომ ეს არის დესტრუქციული გზა და ცოტა სხვანაირად უნდა იარონ“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „ოპოზიციას გვაქვს გეგმაზომიერი სტრატეგია, სექტემბრიდან მძლავრი, მასობრივი პროტესტი, დაუმორჩილებლობა არალეგიტიმურ ხელისუფლებას“.