ბექა დავითულიანი - ნინოწმინდის პანსიონში შესული სოცმუშაკები მოამზადებენ შესაბამის დასკვნას, რის მიხედვითაც იქნება გადაწყვეტილებები მიღებული
ბექა დავითულიანი - ნინოწმინდის პანსიონში შესული სოცმუშაკები მოამზადებენ შესაბამის დასკვნას, რის მიხედვითაც იქნება გადაწყვეტილებები მიღებული

ჩვენი პირველი რანგის ამოცანაა, საზოგადოება და ჩვენ დავრწმუნდეთ, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვები არიან სრულად დაცულები და მათი უფლებები უზრუნველყოფილია. სოციალური მუშაკების ჯგუფის აქ შემოსვლით და საჭირო დროის მანძილზე დარჩენით, ეს არის უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სოცმუშაკები მომაზადებენ დასკკვნას, რომლიც მიხედვითაც შემდგომი გადაწყვეტილებები მიიღება.

„ისინი მოამზადებენ შესაბამის დასკვნას, რის მიხედვითაც იქნება გადაწყვეტილებები მიღებული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბავშვებს სტრესული გარემო მოეხსნებათ, რადგან სოციალური მუშაკების მუშაობა ამას ჩააცხრობს. დასკვნა იქნება მაშინ, როდესაც სოციალური მუშაკები ჩათვლიან საკმარისად იმ ინფორმაციას, რასაც მიიღებენ, დადებენ შესაბამის ანალიზს. კანონი აუცილებლად უნდა აღსრულდეს, ბავშვები უნდა იყვნენ არასტრესულ გარემოში“, – განაცხადა დავითულიანმა.