ბექა დავითულიანი - „ლელოს“ მათემატიკის სერიოზული პრობლემა აქვს, ამგვარი პოპულისტური და აბსურდული დაპირებები ნიშნავს, რომ ოპოზიცია ფეხზე მყარად არ დგას
„ლელოს“ მათემატიკის სერიოზული პრობლემა აქვს, ამაში ყველანი დავრწმუნდით უკანასკნელი თვეების განმავლობაში, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
„მგონი, ყველაზე მართალი იაგო ხვიჩიაა, რომ ნუ იქნებიან წუწკები, იყოს 10 ათასი, 20 ათასი, 100 ათასი, რა უშლით, ენას ძვალი ხომ არ აქვს. თქვან, რამდენიც უნდათ, რა პრობლემაა.
ამგვარი პოპულისტური, არარეალისტური დაპირებები, ასეთი აბსურდული განცხადებები ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ ოპოზიცია არ დგას ფეხზე მყარად, წარმოდგენა არ აქვს, როგორ უნდა მოანდომოს ამომრჩეველს მათთვის ხმის მიცემა. საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, ხელისუფლებაში რომც მიუშვან და რომ აირჩიონ, რა უნდა აკეთონ. გაგებაში არ არიან, რა უნდათ პოლიტიკაში. ტელევიზორში ყოფნა სიამოვნებთ, ასეთი ეჭვი მაქვს“, – განაცხადა დავითულიანმა.
„ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემთხვევაში პენსია პირველ ეტაპზე 200 ლარით გაიზრდება, 1 000 ლარს კი 2028 წლამდე გაუტოლდება.