ბექა ბასილაია - ნებისმიერი განცხადება, თითქოს მიხეილ სააკაშვილზე ზრუნავენ, არის ფარისევლობა
ბექა ბასილაია - ნებისმიერი განცხადება, თითქოს მიხეილ სააკაშვილზე ზრუნავენ, არის ფარისევლობა

ნებისმიერი მათი განცხადება, თითქოს მიხეილ სააკაშვილზე ზრუნავენ, არის ფარისევლობა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის დღევანდელ განცხადებას, რომ გლდანის მე-18 დაწესებულება ზრუნავს პატიმარ სააკაშვილის უსაფრთხოებაზე.

„იუსტიციის მინისტრის განცხადება მეტყველებს, რომ რატი ბრეგაძე ჩართულია დანაშაულებრივ საქმიანობაში. მათ მიხეილ სააკაშვილი აწამეს, მისი ნების გარეშე გადაიყვანეს იქ, სადაც ფსიქოლოგიური ტერორი მიმდინარეობს, სააკაშვილზე იძალადეს და ნებისმიერი მათი განცხადება, თითქოს მიხეილ სააკაშვილზე ზრუნავენ, არის ფარისევლობა“, – განაცხადა ბასილაიამ.

ამასთან, მისივე თქმით, უკრაინის სახალხო დამცველისთვის უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარის თქმა არის პოლიტიკური შურისძიების გაგრძელება.

„რაც შეეხება უკრაინის სახალხო დამცველის არ შეშვებას, ეს კიდევ ერთხელ არის ლუსტრაცია იმის, როგორ უხეშად ირღვევა უფლებები მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და არის დიდი ლაქა ქართული სამართლის, იუსტიციის სამინისტროს საქმიანობაში. უკრაინის სახალხო დამცველს რომ არ შეუშვებ უკრაინის მოქალაქესთან შეხვედრაზე, ეს არის პოლიტიკური შურისძიების გაგრძელება“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.