ბექა ბასილაია ე.წ. მატროსოვის ციხეში გიგი უგულავას მოინახულებს
ბექა ბასილაია პენიტენციურ დაწესებულებაში გიგი უგულავას მოსანახულებლად მივიდა.
ადვოკატის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის შიგნით შექმნილი კომისია პოლიტპატიმრების საკითხებს სწავლობს და პოლიტიკური დევნის მკაფიო მაგალითი არის გიგი უგულავას საქმე.
„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, „პოლიტიკური დევნის საკითხთა შემსწავლელი კომისია“ დღეს გიგი უგულავას დაპატიმრების საკითხზე სასაუბროდ შეიკრიბება და სწორედ ამ შეხვედრის თაობაზე მიაწვდის ბექა ბასილაია გიგი უგულავას ინფორმაციას.
„გაერთიანებული ოპოზიციის შიგნით შექმნილია კომისია, რომელიც პოლიტპატიმრების საკითხებს სწავლობს და ამაზე მკაფიო მაგალითი, როგორიც არის გიგი უგულავას წინააღმდეგ მიღებული განაჩენი ბიძინა ივანიშვილის მანტია მოსხმული ჯამბაზების: თადუმაძის, გაბინაშვილის, შავლიაშვილის მხრიდან, ამაზე მკაფიო პოლიტიკური დევნა ალბათ მსოფლიო ისტორიაშიც ხშირი არ იქნება. გიგისთან შევდვივარ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ვისაუბრო. არა მხოლოდ საქართველოს შიგნით, არამედ ევროსასამართლოც დარწმუნებული ვარ, უგულავასთან დაკავშირებით მე-18 მუხლის დარღვევას დაადგენს“ ,- განაცხადა ბექა ბასილაიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს თბილისის ყოფილ მერს, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.