2017 წლის იანვარ-ნოემბრში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 979,1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 78,2 ათასი ტონით ანუ 7.4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
ინფორმაციას ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიმდინარე წლის სამი კვარტლის მდგომარეობით, ადგილობრივი წარმოების მიერ ნედლი ნავთობის გადამუშავებით მიღებულ იქნა: ბენზინი – 2197,7 ტონა, დიზელი – 8334,8 ტონა.
2017 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 83,9 ათასი ტონა, რაც 16,9 ათასი ტონით ანუ 25,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ბოლო წლებში საავიაციო ნავთის იმპორტი და მოხმარება მნიშვნელოვნად იზრდება, რაც დაკავშირებულია საქართველოში საერთაშორისო რეისების განმახორციელებელი საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების რეისების ზრდასთან, რომელიც თავისთავად უკავშირდება საქართველოში ვიზიტორებისა და ტურისტების მატებას.