ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლთან აქცია მიმდინარეობს, შეკრებილები ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებას ითხოვენ
ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლთან აქცია მიმდინარეობს, შეკრებილები ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებას ითხოვენ

იერუსალიმში, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლთან აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებას ითხოვენ.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც მიმდებარე გზატკეცილებზე მოძრაობას ზღუდავს.

მძევლების ოჯახების წევრებმა ერთობლივი განცხადებაც გააკეთეს და მოუწოდეს საზოგადოებას, შეუერთდნენ აქციას.