ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში აცხადებენ, რომ ისრაელის დელეგაცია 15 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს დაესწრება
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში აცხადებენ, რომ ისრაელის დელეგაცია 15 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს დაესწრება.
პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯერჯერობით უცნობია, სად გაიმართება მოლაპარაკებები, თუმცა შეერთებულმა შტატებმა მანამდე გავრცელებულ მოწოდებაში მხარეებს შეხვედრა კაიროში ან დოჰაში შესთავაზა.
აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც შეერთებულმა შტატებმა, ეგვიპტემ და კატარმა გამოაქვეყნეს ერთობლივი მოწოდება მოლაპარაკებების განახლების შესახებ, რათა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სწრაფად გაფორმდეს.