ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „ჰამასის“ წარდგენილ წინადადებას განიხილავენ და შუამავლებს პასუხს მიაწვდიან
ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „ჰამასის“ წარდგენილ წინადადებას განიხილავს, – როგორც ისრაელის მედია წერს, ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა გაავრცელა.
„ისრაელი განიხილავს შეთავაზებას და შუამავლებს პასუხს მიაწვდის“, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, 27 მაისს ისრაელმა წარადგინა საკუთარი გეგმა მძევლების გათავისუფლების შესახებ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, „ჰამასის“ წინადადების იდენტური იყო.
11 ივნისს „ჰამასმა“ წარმადგინა პასუხი ისრაელის წინადადებაზე, რომელიც აშშ-მა ათეულობით შესწორების გამო გააკრიტიკა. რამდენიმე კვირის განმავლობაში მედიატორები ცდილობდნენ „ჰამასის“ დარწმუნებას, რომ შესწორება შეეტანათ რამდენიმე პუნქტში, რასაც „ჰამასის“ მხრიდან ახალი გეგმის წარდგენა მოჰყვა.