ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი - ომის დასასრულებლად ისრაელის მიერ წამოყენებული პირობები არ შეცვლილა
ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი - ომის დასასრულებლად ისრაელის მიერ წამოყენებული პირობები არ შეცვლილა

ისრაელის მიერ ომის დასასრულებლად წამოყენებული პირობები არ შეცვლილა, – ამის შესახებ აღნიშნულია ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ისრაელის მთავრობის განცხადებაში ჩამოთვლილია ომის დასასრულებლად ისრაელის მიერ წამოყენებული პირობები.

„„Ჰამასის“ სამხედრო და მმართველობითი შესაძლებლობების განადგურება, ყველა მძევლის გათავისუფლება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზა მეტად აღარ წარმოადგენს საფრთხეს ისრაელისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში ომის დასასრულებლად ისრაელსა და „ჰამასს“ შეთავაზება წარუდგინა.