ბენიამინ ნეთანიაჰუ არ დაეთანხმა „ჰამასის“ საზავო შეთანხმებას და ქალაქ რაფაჰში სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად ისრაელის თავდაცვის ძალების გეგმა დაამტკიცა
ბენიამინ ნეთანიაჰუ არ დაეთანხმა „ჰამასის“ საზავო შეთანხმებას და ქალაქ რაფაჰში სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად ისრაელის თავდაცვის ძალების გეგმა დაამტკიცა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუმ არ დაეთანხმა „ჰამასის“ საზავო შეთანხმებას და დაამტკიცა ისრაელის თავდაცვის ძალების გეგმა ქალაქ რაფაჰში სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად.

როგორც ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, „ჰამასის“ მოთხოვნები კვლავ აბსურდულია.

ისრაელის მთავრობის შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი ხდება, რომ ისრაელის არმია ღაზა-ეგვიპტის საზღვართან მდებარე ქალაქ რაფაჰში სახმელეთო ოპერაციას ჩაატარებს. ქალაქში ამ დროისთვის 1.5 მილიონი ადგილობრივი და დევნილი ადამიანი იმყოფება.

„ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არიან ოპერაციისთვის და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის“, – ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება ისრაელმა საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, აშშ-ის და ეგვიპტის წინააღმდეგობის ფონზე მიიღო. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ისრაელი გაგზავნის დელეგაციას კატარში, რათა გააგრძელოს მოლაპარაკებები ზავის შესათანხმებლად.