ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო, ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. გადაწყვეტილება ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს, ქნესეთის დათხოვნის შესახებ მას შემდეგ მიიღეს, რაც პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახალი საპარლამენტო უმრავლესობის და კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო.
უთანხმოების საგანი იყო სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ კანონი, რომელიც ულტრაორთოდოქსი ებრაელი სემინარიის სტუდენტებისთვის გამონაკლისის დაშვებას და სამხედრო გაწვევის გაუქმებას ითვალისწინებდა.
ეს პირველი შემთხვევაა ისრაელის ისტორიაში, როდესაც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ჩამოყალიბება ვერ შეძლო.
უკვე ცნობილია, რომ ვადამდელი არჩევნები ისრაელში 17 სექტემბერს გაიმართება.