ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, ხოლო დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციასთან მუშაობას ელოდება.
„გილოცავთ ჯო და კამილა. ჯო, ჩვენ 40 წელზე მეტია ხანგრძლივი და თბილი მეგობრობა გვაკავშირებს და მე ვიცი, რომ შენ ისრაელის კარგი მეგობარი ხარ. ველოდები ორივე თქვენგანთან მუშაობას, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ განსაკუთრებული ალიანსი აშშ-სა და ისრაელს შორის“, – წერს ნეთანიაჰუ საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე.
„მადლობა, დონალდ ტრამპს, იმ მეგობრობისთვის, რომელიც ჩემი და ისრაელის მიმართ გამოიჩინეთ, იერუსალიმის და გოლანის მაღლობების აღიარებისთვის, ირანისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, ისტორიული სამშვიდობო შეთანხმებებისთვის და ამერიკისა და ისრაელის ალიანსის აქამდე არნახულ სიმაღლეზე აყვანისთვის“,- წერს ისრაელის პრემიერ-მინისტრი.