ბენიამინ ნეთანიაჰუ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, აშშ-ის პოლიტიკა გაიზიარონ
ბენიამინ ნეთანიაჰუ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა გაიზიარონ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ირანის წინააღმდეგ მიმართული თეთრი სახლის ახალი დოქტრინა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ოფიციალურმა თეირანმა ურანის გამდიდრება უნდა შეწყვიტოს. ასევე დატოვოს სირიაში არსებული პოზიციები.
ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ ირანს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს დაუწესებს. სახელმწიფო მდივანმა დაასახელა 12 მთავარი მოთხოვნა, რომლებიც ირანმა აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს, თუ ახალი შეთანხმების გაფორმება სურს.
ბირთვულ საკითხთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატები ირანს რეგიონში არსებული პოლიტიკის შეცვლას სთხოვს. მათ შორის არის სირიიდან ირანის სამხედრო შენაერთების გაყვანა და იემენის სამოქალაქო დაპირისპირებაში მეამბოხეების მხარდაჭერის შეწყვეტა.
ავტორი -
გვანცა ფოცხვერია