ბენიამინ ნეთანიაჰუ - ომის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალები არ გეგმავენ ჯარისკაცების დატოვებას ღაზაში
ომის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალები არ გეგმავენ ჯარისკაცების დატოვებას ღაზაში, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„ჩვენ გვჭირდება კულტურული ცვლილება ღაზის ნებისმიერ სამოქალაქო ადმინისტრაციაში. ის არ შეიძლება, იყოს ტერორიზმის დაფინანსების ერთგული“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისივე თქმით, ისრაელი ღაზაში ვერ დატოვებს ვერც მათ, ვინც იზიარებს „ჰამასის“ მიზნებსა და ტერორისტული ჯგუფის არსებობას, რომელიც პალესტინელ ბავშვებს ასწავლის, რომ ისრაელი უნდა განადგურდეს.
„უახლოეს მომავალში ისრაელი აიღებს საერთო სამხედრო პასუხისმგებლობას, მაგრამ იქ ასევე უნდა იყოს სამოქალაქო მთავრობა“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.