ბენიამინ ნეთანიაჰუ მოუწოდებს ბენი განცს, ისრაელის ომის კაბინეტი არ დატოვოს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მოუწოდებს ბენი განცს, ისრაელის ომის კაბინეტი არ დატოვოს.
„ისრაელი არის ეგზისტენციალურ ომში მრავალ ფრონტზე, ბენი, ახლა არ არის დრო, რომ უარი თქვა კამპანიაზე – ახლა არის დრო, გავაერთიანოთ ძალები“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ გააგრძელებს გამარჯვებას და ომის ყველა მიზნის მიღწევას, „პირველ რიგში, მძევლების გათავისუფლებას და ჰამასის განადგურებას“.
შეგახსენებთ, გუშინ ბენი განცმა განაცხადა, რომ ისრაელის ომის კაბინეტი დატოვა.