ბენიამინ ნეთანიაჰუ - მინდა, მაგალითი ვიყო ყველასთვის და ისრაელში პირველი ადამიანი ვიქნები, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს
ბენიამინ ნეთანიაჰუ - მინდა, მაგალითი ვიყო ყველასთვის და ისრაელში პირველი ადამიანი ვიქნები, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს

ისრაელმა „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინა მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აეროპოერტში მივიდა, სადაც ვაქცინის ტრანსპორტირების პროცესს დაესწრო. ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ვაქცინის შეტანა ისრაელისთვის დღესასწაულია.

„მინდა, მაგალითი ვიყო ყველასთავის და ისრაელში პირველი ადამიანი ვიქნები, ვინც ამ ვაქცინას გაიკეთებს“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ისრაელში „კოვიდ-19“-ის 350 000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 3 000-ზე მეტი ადამიანი.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მეორე სრული კარანტინი სექტემბერში გამოცხადდა.