ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელში მყოფი აფრიკელი მიგრანტების ნაწილს კანადა, გერმანია და იტალია მიიღებენ
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელში მყოფი აფრიკელი მიგრანტების ნაწილს კანადა, გერმანია და იტალია მიიღებენ

ისრაელში მყოფი აფრიკელი მიგრანტების ნაწილს კანადა, გერმანია და იტალია მიიღებენ, – ამის შესახებ განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკეთა.

მისი თქმით, ისრაელის ხელისუფლებამ 16 000 აფრიკელი მიგრანტის სხვა ქვეყნებში განსახლებასთან დაკავშირებით შეთანმებას გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოსთან მიაღწია.

„ეს არის უნიკალური შეთანხმება, რომელიც ისრაელის სახელმწიფოსა და გაერო-ს ლტოლვლთა უმაღლეს კომისარს შორის გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, ლტოლვილების განსახლების პროცესის ორგანიზებას გაერო ითავებს და დაფინანსებასაც გამოჰყოფს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

სულ საუბარია ისრაელში მყოფი 16 000 მიგრანტის მიღებაზე. ახალი შეთანხმების მიხედვით, სანაცვლოდ ისრაელი უარს იტყვის 37 000 აფრიკელი მიგრანტის დეპორტაციის გეგმის განხორციელებაზე. ამ გეგმის მიხედვით, ისრაელი აფრიკელ ლტოლვილებს ქვეყნის დასატოვებლად ორ თვეს აძლევდა და კომპენსაციის სახით 3 500 დოლარს სთავაზობდა.

ამ ინიციატივის წინააღმდეგ გამოდიოდნენ უფლებადამცველები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მიგრანტებს სამშობლოში საფრთხე დაემუქრებათ.

გაერო-თან მიღწეული ახალი შეთანხმების მიხედვით კი მიგრანტების ნაწილს უფლება ექნება ისრაელში ხუთი წლის ვადით დარჩეს.