ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელისთვის იარაღის მიწოდების ნაწილობრივ შეზღუდვის თაობაზე გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სამარცხვინოს უწოდებს გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებას, ნაწილობრივ შეზღუდოს ისრაელისთვის იარაღის მიწოდება.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ბრიტანეთის მცდარი გადაწყვეტილება მხოლოდ გაათამამებს „ჰამასს“.
„ბრიტანული იარაღით ან მის გარეშე ისრაელი გაიმარჯვებს ამ ომში და უზრუნველყოფს საერთო მომავალს“, – დაწერა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელ X-ში.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ისრაელში იარაღის ექსპორტის 350 ლიცენზიიდან 30-ს აჩერებს. როგორც თავდაცვის მიდვანმა, ჯონ ჰილიმ განაცხადა, გაერთიანებული სამეფო ისრაელის ერთგულ მოკავშირედ რჩება. მისი თქმით, 30 ლიცენზიის შეჩერებით ისრაელის უსაფრთხოება არ შესუსტდება.