ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელის მინისტრთა კაბინეტი მომავალ კვირას შეიკრიბება, რათა დაამტკიცოს რაფაჰში ისრაელის თავდაცვის ძალების გეგმები
ისრაელის მინისტრთა კაბინეტი მომავალ კვირას შეიკრიბება, რათა დაამტკიცოს რაფაჰში ისრაელის თავდაცვის ძალების გეგმები, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საკითხი, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„ჩვენ ვმუშაობთ, რათა მივაღწიოთ სხვა ჩარჩოს ჩვენი მძევლების გასათავისუფლებლად, ისევე როგორც რაფაჰში „ჰამასის“ ლიკვიდაციის დასრულებას, ამიტომ გავგზავნე დელეგაცია პარიზში და დღეს საღამოს განვიხილავთ მოლაპარაკებების შემდგომ ნაბიჯებს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუს თქმით, მხოლოდ სამხედრო ზეწოლისა და მტკიცე მოლაპარაკებების ერთობლიობა გამოიწვევს მძევლების გათავისუფლებას, „ჰამასის“ ლიკვიდაციას და ომის ყველა მიზნის მიღწევას.
შეგახსენებთ, პარიზში ისრაელ-„ჰამასის“ საკითხზე მოლაპარაკებები გაიმართა. ისრაელის მედია ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელის, აშშ-ის, ეგვიპტისა და კატარის წარმომადგენლებმა ღაზაში ცეცხლის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით „შეთანხმების მონახაზს“ მიაღწიეს.