ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელის მინისტრთა კაბინეტი მომავალ კვირას შეიკრიბება, რათა დაამტკიცოს რაფაჰში ისრაელის თავდაცვის ძალების გეგმები

23:50, 24.02.2024

ისრაელის მინისტრთა კაბინეტი მომავალ კვირას შეიკრიბება, რათა დაამტკიცოს რაფაჰში ისრაელის თავდაცვის ძალების გეგმები, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საკითხი, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„ჩვენ ვმუშაობთ, რათა მივაღწიოთ სხვა ჩარჩოს ჩვენი მძევლების გასათავისუფლებლად, ისევე როგორც რაფაჰში „ჰამასის“ ლიკვიდაციის დასრულებას, ამიტომ გავგზავნე დელეგაცია პარიზში და დღეს საღამოს განვიხილავთ მოლაპარაკებების შემდგომ ნაბიჯებს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუს თქმით, მხოლოდ სამხედრო ზეწოლისა და მტკიცე მოლაპარაკებების ერთობლიობა გამოიწვევს მძევლების გათავისუფლებას, „ჰამასის“ ლიკვიდაციას და ომის ყველა მიზნის მიღწევას.

შეგახსენებთ, პარიზში ისრაელ-„ჰამასის“ საკითხზე მოლაპარაკებები გაიმართა. ისრაელის მედია ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელის, აშშ-ის, ეგვიპტისა და კატარის წარმომადგენლებმა ღაზაში ცეცხლის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით „შეთანხმების მონახაზს“ მიაღწიეს.

მსგავსი