ბენიამინ ნეთანიაჰუ - მიმდინარე კვირაში ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატი ირანული წარმოებისაა და მასზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამაგრებული
ისრაელის არმიის მიერ მიმდინარე კვირაში ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატი ირანული წარმოების იყო და მასზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამაგრებული.
ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაიკო მაასთან შეხვედრაზე განაცხადა.
ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ირანში დამზადებული საფრენი აპარატი ისრაელის მიმართულებით სირიის ან ერაყის ტერიტორიიდან გაუშვეს. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ეს ისრაელის მიმართულებით ირანული უპილოტო საფრენი აპარატის გაშვების მეორე შემთხვევაა.
მსგავსი ფაქტი 2018 წელსაც მოხდა, როდესაც საჰაერო ხომალდი ისრაელის ტერიტორიაზე სირიიდან შეფრინდა.