ისრაელის არმიამ სირიის დედაქალაქის მიმდებარე ტერიტორია დაბომბა
ისრაელის არმიამ სირიის დედაქალაქის მიმდებარე ტერიტორია დაბომბა

ისრაელის არმიამ სირიის დედაქალაქის მიმდებარე ტერიტორია დაბომბა. როგორც სირიის სახელმწიფო სააგენტოები იუწყებიან, ავიაიერიშებს სამი სირიელი სამხედრო ემსხვერპლა. მათივე ცნობით, სირიის საჰაერო თავდაცვითმა სისტემამ „თავდასხმის მოგერიება შეძლო“.

სირიის ოპოზიცია იტყობინება, რომ ისრაელის ავიაიერიშის სამიზნე ის სამხედრო საწყობები და სხვა ინფრასტრუქტურა იყო, რომლითაც სირიაში მყოფი ირანელი მებრძოლები სარგებლობენ.

ისრაელში სირიის ტერიტორიის დაბომბვა დაადასტურეს. როგორც ისრაელის არმიის მეთაურები ამბობენ, ეს იყო საპასუხო ავიაიერიში, რადგან მანამდე სირიიდან რაკეტები გოლანის მაღლობების მიმართულებით გაისროლეს.