ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი სრულად უჭერს მხარს დონალდ ტრამპის მტკიცე გადაწყვეტილებას
ისრაელი სრულად უჭერს მხარს დონალდ ტრამპის მტკიცე გადაწყვეტილებას, გამოვიდეს ტერორისტულ რეჟიმთან დადებული შეთანხმებიდან – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიუაჰუმ განაცხადა.
მისი თქმით, გარიგებამ მსოფლიო ომთან კი არ დააშორა, არამედ უფრო დააახლოვა. ასევე ვერ შეამცირა ირანის აგრესია და პირიქით გაზარდა კიდეც.
ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლას გამოეხმაურა ისრაელის თავდაცვის მინისტრიც. ავიგდორ ლიბერმანის თქმით, ირანი მხარს უჭერს და აფინანსებს ტერორისტებს, აშშ-ის მამაცი ნაბიჯი კი ირანის საშინელი რეჟიმის დაცემას გამოიწვევს.
შეგახსენებთ ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, აშშ-ი ირანის ბირთვულ შეთანხმებას ტოვებს.