ბენიამინ ნეთანიაჰუ ინიციატივით გამოდის, მთავრობის ახალი მეთაური პირდაპირი არჩევნების გზით შეარჩიონ
ბენიამინ ნეთანიაჰუ ინიციატივით გამოდის, მთავრობის ახალი მეთაური პირდაპირი არჩევნების გზით შეარჩიონ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ინიციატივით გამოდის, მთავრობის ახალი მეთაური პირდაპირი არჩევნების გზით შეარჩიონ. ამ გზით ნეთანიაჰუს სურს, თავიდან აირიდონ ქვეყანაში მიმდინარე წელს რიგით მესამე რიგგარეშე არჩევნები. 17 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ვერც ერთმა მხარემ, უმრავლესობის ფორმირებისთვის კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება ვერ შეძლო, ისევე როგორც 9 აპრილს გამართული არჩევნების შემთხვევაში.

პრემიერ-მინისტრის ოპონენტი, პარტია „ლურჯი და თეთრის“ ლიდერი, ბენი განცი ნეთანიაჰუს ამ წინადადებას, წინასაარჩევნო ხრიკს უწოდებს და მიაჩნია, რომ ამ გზით პრემიერს სურს, მისთვის წაყენებული ბრალდებებისგან ყურადღება გადაიტანოს.

11 დეკემბერს იწურება ქნესეთისთვის გამოყოფილი 21 დღიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის ფორმირების შესაძლებლობა ჰქონდა. ამ ვადის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში, უახლოეს მომავალში კიდევ ერთი რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.