ბენიამინ ნეთანიაჰუ იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის ცერემონიაზე დონალდ ტრამპის მიწვევას გეგმავს
ბენიამინ ნეთანიაჰუ იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის ცერემონიაზე დონალდ ტრამპის მიწვევას გეგმავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იერუსალიმში, აშშ-ის საელჩოს გახსნის ცერემონიაზე დონალდ ტრამპის მიწვევას გეგმავს.

ამჟამად პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში მიემგზავრება, სადაც თეთრ სახლში პრეზიდენტთან შეხვედრას გამართავს, მოგვიანებით კი აშშ-ისრაელის საჯარო კომიტეტის ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრება.

ნეთანიაჰუ პრეზიდენტთან შეხვედრისას გეგმავს, ებრაელი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადოს დონალდ ტრამპს საელჩოს გადატანისთვის.

იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ტრამპის ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ აღიარა. 14 მაისს, ისრაელის დაარსებიდან 70 წლის იუბილეზე, იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახნის ცერემონია გაიმართება.