ბენიამინ ნეთანიაჰუ - „ჰამასი“ თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას, იმალებიან მათ უკან, მთელმა მსოფლიომ უნდა დაგმოს ეს და მხარი დაუჭიროს ისრაელს სამართლიან ომში
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰამასი“ მშვიდობიანი მოსახლეობის ფარად გამოყენებაში დაადანაშაულა.
„ისინი ჩადიან ორმაგ სამხედრო დანაშაულს: თავს ესხმიან მშვიდობიან მოსახლეობას, იმალებიან მშვიდობიანი მოსახლეობის უკან. მთელმა მსოფლიომ უნდა დაგმოს ეს და მხარი დაუჭიროს ისრაელს მის სამართლიან ომში“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, „ჰამასის“ მიზანია ისრაელის სახელმწიფოს მოსპობა.
„ეს არის ირანის, „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ ბოროტების ღერძის ნაწილი. მათი ღია მიზანია ისრაელის სახელმწიფოს მოსპობა. „ჰამასის“ მიზანია რაც შეიძლება მეტი ებრაელის მოკვლა და ერთადერთი განსხვავება ჰოლოკოსტისგან ის არის, რომ, რომ შეეძლოთ, ისინი მოკლავდნენ ყველა ჩვენგანს. მათ მოკლეს 1 300 მშვიდობიანი მოქალაქე, რაც ჰგავს 11 სექტემბერს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.