ბენიამინ ნეთანიაჰუ - ექსტრემისტების უმცირესობა ახორციელებს ძალადობრივ ქმედებებს, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს ესკალაცია დასავლეთ სანაპიროს დასახლებებში
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ექსტრემისტების უმცირესობა ახორციელებს ძალადობრივ ქმედებებს, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს ესკალაცია დასავლეთ სანაპიროს დასახლებებში

ექსტრემისტების უმცირესობა ახორციელებს ძალადობრივ ქმედებებს, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს ესკალაცია დასავლეთ სანაპიროს დასახლებებში, – ამის შეახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დასავლეთ სანაპიროს დასახლებების ადგილობრივი საბჭოების ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა.

„Ეს ერთი მუჭა ხალხია, რომლებიც არ წარმოადგენენ აქ მსხდომ ადამიანებს. ისინი დიდ ზიანს აყენებენ ისრაელის სახელმწიფოს. ჩვენ არ ვართ მზად ამის მოთმენისთვის, არ ვაპირებთ ამის მიღებას, მათ წინააღმდეგ ვიმოქმედებთ ყველანაირად.

ვგმობ ექსტრემიზმს და ჩვენ ვიმოქმედებთ მათ წინააღმდეგ. ვიცი, რომ წარმოვადგენ აქ მსხდომ ყველა ადამიანს“, – თქვა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ვიდრე „ჰამასი“ არ გაათავისუფლებს ყველა მძევალს, იქამდე ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდება.