ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს კონგრესში სიტყვით გამოვა, რის შემდეგაც ჯო ბაიდენს, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შეხვდება
ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს კონგრესში სიტყვით გამოვა, რის შემდეგაც ჯო ბაიდენს, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შეხვდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს კონგრესში სიტყვით გამოვა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა მიიწვია, ისრაელის მიმართ ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირების ნიშნად. ზოგიერთი დემოკრატი კონგრესმენი ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლას ბოიკოტს უცხადებს ღაზაში ისრაელის მიერ წარმოებული ომის შედეგად უზარმაზარი მსხვერპლის გამო.

კონგრესში გამოსვლის შემდეგ ბენიამინ ნეთანიაჰუ – პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, მოგვიანებით კი ფლორიდის რეზიდენციაში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპსაც შეხვდება.