ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენ სამიზნე იქნება „ჰამასი“ ყველგან, სადაც ის მოქმედებს
ჩვენ სამიზნე იქნება „ჰამასი“ ყველგან, სადაც ის მოქმედებს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ნეთანიაჰუ პირობას დებს, რომ გამოიყენებს ისრაელის „მთელ ძალას“ „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.
„ის, რაც დღეს მოხდა, არასოდეს მინახავს ისრაელში და მე ვიზრუნებ იმაზე, რომ ეს აღარასოდეს განმეორდეს. ისრაელი დაუყოვნებლივ გამოიყენებს მთელ თავის ძალას „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისი თქმით, „ჰამასმა“ დაიწყო სასტიკი და ბოროტი ომი, რომლის სამიზნე იყვნენ ახალგაზრდები და მოხუცები, უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები.
„ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ ფასი ძალიან ძვირი იქნება. „ჰამასს“ სურს ჩვენი, ყველას მოკვლა”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ღაზის მცხოვრებლებს, დატოვონ ტერიტორია.
„ახლავე წადით, რადგან ჩვენ ვიმოქმედებთ ყველგან მთელი ძალით“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უპირობო მხარდაჭერისთვის.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულების გამოჯანმრთელებისთვის ლოცულობს. ნეთანიაჰუ აფრთხილებს „ჰამასს,“ რომ ისრაელი მას პასუხისმგებლობას დააკისრებს მძევლებზე, რომლებიც აიყვანა.
„ისრაელი შურს იძიებს ყველაზე, ვინც მას ზიანს მიაყენებს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.