ბენიამინ ნეთანიაჰუ - ცეცხლის დროებით შეწყვეტა იქამდე არ მოხდება, ვიდრე „ჰამასი“ ისრაელელ მძევლებს არ გაათავისუფლებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ცეცხლის დროებით შეწყვეტა იქამდე არ მოხდება, ვიდრე „ჰამასი“ ისრაელელ მძევლებს არ გაათავისუფლებს. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.
ნეთანიაჰუმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარეებს „ჰუმანიტარულ პაუზის“ აღებისკენ, რაც ღაზის სექტორში დამატებითი დახმარების შეტანას შესაძლებელს გახდიდა.
როგორც ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, ასეთი პაუზა მძევლების გათავისუფლებისთვის უკეთეს გარემოსაც შექმნიდა.
„ისრაელი უარს ამბობს დროებით ცეცხლის ისეთ შეწყვეტაზე, რომელიც მძევლების დაბრუნებას არ ითვალისწინებს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.