ბენიამინ ნეთანიაჰუ - ბაიდენთან შეთანხმებული სამხედრო დახმარების „მასიური, უპრეცედენტო პაკეტი“ „ჰამასთან“ ომის მოგებაში დაგვეხმარება
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ბაიდენთან შეთანხმებული სამხედრო დახმარების „მასიური, უპრეცედენტო პაკეტი“ „ჰამასთან“ ომის მოგებაში დაგვეხმარება

ბაიდენთან შეთანხმებული სამხედრო დახმარების „მასიური, უპრეცედენტო პაკეტი“ „ჰამასთან“ ომის მოგებაში დაგვეხმარება, – ამის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ნეთანიაჰუს თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ისრაელში ვიზიტამდე, მან ბაიდენს აჩვენა მტკიცებულება იმისა, რომ პალესტინის ტერორისტული დაჯგუფება ისლამური „ჯიჰადი“ არის პასუხისმგებელი ღაზის სექტორში საავადმყოფოს აფეთქებაზე.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელი და აშშ „ერთად მუშაობენ, რათა უზრუნველყონ მძევლების გათავისუფლება ყველა შესაძლო საშუალებით“.

ნეთანიაჰუს თქმით, მან ბაიდენს უთხრა, რომ წითელ ჯვარს ტყვეების მონახულების საშუალება უნდა მიეცეს და აღნიშნა, რომ ისრაელი ღაზაში ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი ტერიტორიიდან შესვლის საშუალებას არ მისცემს იქამდე, ვიდრე ტყვეები არ გათავისუფლდებიან.