ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები მზად არიან, იმოქმედონ რაფაჰში და განახორციელონ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის შეიარაღებული ძალები მზად არიან, იმოქმედონ რაფაჰში და განახორციელონ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე რაფაჰის ოპერაციის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ოპერაცია არ გადაიდება რამადანის, აშშ-ის ზეწოლის ან „ნებისმიერი შეფერხების“ გამო.
„ამას გარკვეული მომზადება სჭირდება, თუმცა დიდი დრო არ დასჭირდება. ვერაფერი შეგვაჩერებს, ვერც აშშ-ის ზეწოლა“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ამასთან, ნეთანიაჰუს განცხადებით, მან უთხრა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომ აფასებს მხარდაჭერას.
„მე არ ვაფასებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას. ვფიქრობდი, რომ ეს იყო სავალალო გადაწყვეტილება. ამიტომ ვიფიქრე, რომ ამ საკითხზე მკაფიო მესიჯი უნდა გამეგზავნა“, – განმარტა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ამასთან, ნეთანიაჰუმ აღნიშნა: „თუ მოგვიწევს, ფრჩხილებით ვიბრძოლებთ“.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არჩევნების ჩატარების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ქვეყნის პარალიზებას გამოიწვევს.