ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი საომარ მოქმედებებს არ შეწყვეტს
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი საომარ მოქმედებებს არ შეწყვეტს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი არ შეწყვეტს საომარ მოქმედებებს.

„როგორც აშშ არ დათანხმდებოდა ცეცხლის შეწყვეტას პერლ-ჰარბორის დაბომბვის ან 9/11 ტერაქტის შემდეგ, ისრაელი არ დათანხმდება „ჰამასთან“ საომარი მოქმედებების შეწყვეტას 7 ოქტომბრის საშინელი თავდასხმების შემდეგ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნიშნავს ისრაელისადმი მოწოდებას, დანებდეს „ჰამასს“, დანებდეს ტერორიზმს.

„ბიბლია ამბობს: „არის დრო მშვიდობისა და დრო ომისა. ეს არის ომის დრო. ომი ჩვენი საერთო მომავლისთვის. დღეს ჩვენ ვავლებთ ზღვარს ცივილიზაციის ძალებსა და ბარბაროსობის ძალებს შორის”,- აღნიშნავს ბენიამინ ნეთანიაჰუ.