ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელელმა სამხედროებმა „ჰამასის“ ლიდერის სახლი ალყაში მოაქციეს
ისრაელელმა სამხედროებმა „ჰამასის“ ლიდერის სახლი ალყაში მოაქციეს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„გასულ ღამეს ვთქვი, რომ ჩვენს სამხედროებს შეუძლიათ, მიაღწიონ ღაზის ნებისმიერ წერტილს. ახლა მათ ალყაში მოაქციეს იაჰია სინვარის სახლი. მისი სახლი არ არის მისი ციხე-სიმაგრე და მას შეუძლია, გაიქცეს. მაგრამ ეს დროის ამბავია, ვიდრე ჩვენ მას დავიჭერთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერს არ დაუკონკრეტებია ჰამასის ლიდერის, იაჰია სინვარის სახლის ადგილმდებარეობა, თუმცა, როგორც მედია იუწყება, სინვარი ქალაქ ხან-იუნისიდანააა.