ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ინტენსიური ბრძოლის ფაზა დასასრულს უახლოვდება, თუმცა ომი გაგრძელდება
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ინტენსიური ბრძოლის ფაზა დასასრულს უახლოვდება, თუმცა ომი გაგრძელდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ ინტენსიური ბრძოლის ფაზა დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ომი არ დასრულდება, ვიდრე „ჰამასი“ არ განადგურდება“.

„შეთანხმება თუ იქნება, ეს იქნება ჩვენი პირობებით. ჩვენი პირობები კი არ არის ღაზის სექტორისა და „ჰამასის“ დატოვება ისე, როგორც არის და ომის დასრულება, „ჰამასი“ უნდა გავანადგუროთ“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ნეთანიაჰუმ განმარტა, ღაზაში ინტენსიური ბრძოლების დასრულების შემდეგ ისრაელი შეძლებს მეტი ძალების განლაგებას ლიბანთან, ჩრდილოეთ საზღვარზე.

„დაძაბული ფაზის დასრულების შემდეგ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ჩვენი ძალების ნაწილი გადავიყვანოთ ჩრდილოეთით. ჩვენ ამას გავაკეთებთ, პირველ რიგში, თავდაცვითი მიზნებისთვის; მეორეც, ჩვენი ევაკუირებული მცხოვრებლების სახლებში დასაბრუნებლად. თუ შევძლებთ, ამას დიპლომატიურად გავაკეთებთ, თუ ვერა, სხვა გზას მივმართავთ, მაგრამ სახლებში დავაბრუნებთ ყველას, როგორც ჩრდილოეთის, ასევე სამხრეთის მცხოვრებლებს“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მედიასთან ინტერვიუში.