ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ერთგული რჩება
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ერთგული რჩება

ისრაელის პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ერთგული რჩება.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ერთგული ვარ იმ შეთანხმების ჩარჩოს მიმართ, რომელიც ჩვენი მძევლების გათავისუფლებას ითვალისწინებს, მაგრამ მკვლელები „ჰამასიდან“ აყენებენ მოთხოვნებს, რომლებიც ეწინააღმდეგება შეთანხმების ჩარჩოს და საფრთხეს უქმნის ისრაელის უსაფრთხოებას“, – განაცხადა ისრაელის-პრემიერ მინისტრმა.

ნეთანიაჰუს არ დაუკონკრეტებია, რა მოთხოვნებზეა საუბარი. ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრი მძევლების გასათავისუფლებლად ერთადერთ გზად „ჰამასზე“ ზეწოლას მიიჩნევს.

„სიცოცხლის ნება, სიცოცხლის ძალა, რომელიც ჩვენშია ჩანერგილი, არ მოგვცემს ომის შეჩერების საშუალებას, ვიდრე ყველა მიზანს არ მივაღწევთ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.