ბენი განცმა ისრაელში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სექტემბერში მოითხოვა
ბენი განცმა ისრაელში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სექტემბერში მოითხოვა

ისრაელის ომის კაბინეტის წევრმა, ბენი განცმა საჯარო ბრიფინგზე ღიად მოითხოვა სექტემბერში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც განცმა ასეთი მოწოდება გააკეთა.

„ჩვენ უნდა შევთანხმდეთ არჩევნების ჩატარების თარიღზე სექტემბერში, ომიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ. ასეთი თარიღის დადგენა საშუალებას მოგვცემს, გავაგრძელოთ სამხედრო ძალისხმევა ისრაელის მოქალაქეებისთვის მინიშნებით, რომ მალე განვაახლებთ მათ ნდობას ჩვენს მიმართ”,- განაცხადა განცმა.

განცის თქმით, ბოლო კვირებში ეს საკითხი ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან განიხილა და აპირებს ამ საკითხის განხილვის გაგრძელებას.