ბენი განცმა ისრაელის ომის კაბინეტი დატოვა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
„მთავრობის დატოვება რთული და მტკივნეული გადაწყვეტილებაა“, – აღნიშნა განცმა განცხადებაში.
მანამდე ბენი განცმა ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, 8 ივნისამდე წარედგინა გეგმა ღაზის სექტორის, მძევლების დაბრუნებისა და არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობის ნორმალიზების საკითხებთან დაკავშირებით და პირობა დადო, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში თავის პარტიას საგანგებო მთავრობიდან გაიყვანდა.