ბენი განცმა ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქების მერებს განუცხადა, რთული დღეებისთვის მოემზადონ, რაც შეიძლება, ომში გადაიზარდოს
ბენი განცმა ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქების მერებს განუცხადა, რთული დღეებისთვის მოემზადონ, რაც შეიძლება, ომში გადაიზარდოს

ისრაელის ომის კაბინეტის მინისტრმა, ბენი განცმა ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქების მერებს განუცხადა, მოემზადონ უფრო რთული დღეებისთვის, რაც შეიძლება, ომში გადაიზარდოს. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ბენი განცმა მერებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთში სიტუაცია უფრო რთულია, ვიდრე სამხრეთში.

„არ ინერვიულოთ აწმყოზე, რადგან მომავალი, შეიძლება, ბევრად უფრო პრობლემური იყოს. მოემზადეთ უფრო რთული ბრძოლებისთვის. საფასურის გარეშე არ იქნება. ძალიან მტკივნეულ წუთებში შევხვდებით, როცა ეს მოხდება, ვერ გავიქცევით, თქვენც ვერ გაქცევთ, რადგან ამ ამბის ლიდერები ხართ“, – განუცხადა ბენი განცმა ისრაელის ქალაქების მერებს.

ისრაელის ომის კაბინეტის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ლიბანის მთავრობას და „ჰეზბოლას“ არ ექნებათ ფართომასშტაბიანი ომის სურვილი და აუცილებელია ზეწოლის განხორციელება, რომ მათი თავდასხმები შეწყდეს. ხუთ ივნისს „ჰეზბოლა“ ისრაელის ქალაქ ჰურფეიშს უპილოტო თვითმფრინავებით დაესხა თავს, რის შედეგადაც ერთი რეზერვისტი დაიღუპა და, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაშავდა.