ისრაელის პრემიერ-მინისტრის მთავარი კონკურენტის განცხადებით, როგორც ჩანს, ბენიამინ ნეთანიაჰუ არჩევნებში დამარცხდა. არჩევნების დასრულების და ეგზიტპოლის გასაჯაროების შემდეგ ბენი განციმ განაცხადა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ საკუთარი მისია ვერ შეასრულა და მეხუთედ გამარჯვება ვერ მოიპოვა.
თავის მხრივ, არჩევნების დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა ბენიამინ ნეთანიაჰუმაც. მოკლე მიმართვის დროს ისრაელის პრემიერ მინისტრს თავი გამარჯვებულად არ გამოუცხადებია. მან მხოლოდ აღნიშნა, რომ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს დაელოდება. ამასთან ერთად ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ახლა ხალხი ისტორიული მომენტის წინაშე დგას.
ეგზიტპოლის შედეგებით, ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში წინ მთავარ კონკურენტ პარტიებს კვლავ მინიმალური სხვაობა აქვთ. პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 31-დან 33-მდე სავარძლის მოპოვებას შეძლებს. ბენი განცის პარტია „ლურჯი და თეთრი“ კი, პარლამენტში 32-დან 34-მდე ადგილს დაიკავებს. ისრაელში 120-ადგილიან ქნესეთში მოსახვედრად 30-ზე მეტი პარტია იბრძვის. მთავრობის ჩამოსაყალიბებლად პარლამენტის 61 მანდატია საჭირო.