ისრაელის თავდაცვის მინისტრი და ქვეყნის ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი, ბენი განცი კარანტინში იმყოფება.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ვერსიით, განცს კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულთან.
მედიის ცნობით, ბენი განცი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა, ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს და კარანტინიდან აგრძელებს მუშაობას.
ისრაელში, გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 32 714 შეადგენს, გარდაცვლილა 343 ადამიანი.