ბენი განცი - „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა შეცდომას თუ დაუშვებს, „ჰეზბოლა“ და ლიბანის სახელმწიფო პასუხს აგებენ შედეგებზე
ბენი განცი - „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა შეცდომას თუ დაუშვებს, „ჰეზბოლა“ და ლიბანის სახელმწიფო პასუხს აგებენ შედეგებზე

ისრაელის ომის კაბინეტის წევრმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბენი განცმა განაცხადა, რომ „ჰეზბოლამ“ და ლიბანმა, შესაძლოა, პასუხი აგონ „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას შეცდომის გამო. ამის შესახებ მან მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, ისრაელი მზადაა, იბრძოლოს ლიბანის საზღვრის ორივე მხარეს თავისი მოქალაქეების დასაცავად.

„ჩვენ ვატარებთ ძლიერ სახმელეთო ოპერაციას ღაზის სექტორში. ჩვენ ბევრი მიღწევა გვაქვს და ვაგრძელებთ ბრძოლის გაფართოებას. ჩრდილოეთით, ჩვენ ბრძოლის ფრონტის წინაშე ვდგავართ. ჩვენ ძლიერი ვართ დაცვაში და ძლიერები ვართ შეტევაშიც. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ გადავწყვიტეთ დავიცვათ ჩვენი ჩრდილოეთი საზღვრები ორივე მხრიდან. ნასრალა თუ დაუშვებს შეცდომას დაუშვებს, „ჰეზბოლა“ და ლიბანის სახელმწიფო პასუხს აგებენ შედეგებზე“, – თქვა განცმა.