ბენი განცი - ბენიამინ ნეთანიაჰუმ არ უთხრა საზოგადოებას სიმართლე, რომ ის ვერ დააბრუნებს მძევლებს, ვერ დაიცავს სამხრეთს, ვერ შეაჩერებს ირანს
პარტია „ეროვნული ერთიანობის“ ლიდერი და ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბენი განცი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მძევლების გათავისუფლების პროცესის შეფერხებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ნეთანიაჰუ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა საკუთარ ინტერესებს აყენებს.
„პრემიერ-მინისტრმა არ უთხრა საზოგადოებას სიმართლე, რომ ის ვერ დააბრუნებს მძევლებს სახლში, ვერ დაიცავს სამხრეთს, ვერ დააბრუნებს ჩრდილოეთის მცხოვრებლებს საკუთარ სახლებში და ვერ შეაჩერებს ირანს, რომ შექმნას ბირთვული იარაღი“, – განაცხადა განცმა.
ყოფილმა ყოფილმა სამხედრო მეთაურმა აღნიშნა, რომ ომის კაბინეტში ყოფნისას, ნეთანიაჰუ მუდმივად აფერხებდა მძევლების გათავისუფლების მცდელობებს. განცმა ასევე გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრის საბრძოლო გეგმები.
განცმა გადაჭარბებული უწოდა ე.წ. ფილადელფის დერეფანთან დაკავშირებით ნეთანიაჰუს განცხადებას, სადაც ისრაელის პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიაზე კონტროლის დაკარგვა ეგზისტენციალურ საფრთხეს შეუქმნის ისრაელს.
„ფილადელფის დერეფანი ოპერაციული გამოწვევაა, მაგრამ არა – ეგზისტენციალური საფრთხე ისრაელის სახელმწიფოსთვის“, – აღნიშნა განცმა და ხაზი გაუსვა, რომ რეალური ეგზისტენციალური საფრთხე მოდის ირანიდან და მისი მოკავშირეებისგან.
ამასთან, განცმა კიდეც ერთხელ განაცხადა, რომ აუცილებელია ვადამდელი არჩევნების ჩატარება.