ბენი განცი - აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი ისრაელის მეგობარია, მაგრამ შეცდომა დაუშვა, მხოლოდ ისრაელის მოქალაქეები განსაზღვრავენ, ვინ იყვნენ ქვეყნის ლიდერები, ნებისმიერი გარე ჩარევა მიუღებელია
აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი ისრაელის მეგობარია, მაგრამ მან თავის განცხადებაში შეცდომა დაუშვა, – ამის შესახებ ისრაელის ომის კაბინეტის წევრმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბენი განცმა განაცხადა.
ბენი განცის თქმით, ისრაელი დემოკრატიული ქვეყანაა და მხოლოდ მისი მოქალაქეები განსაზღვრავენ, ვინ იქნებიან ქვეყნის ლიდერები.
„აშშ-სა და ისრაელს საერთო ღირებულებები, ინტერესები აქვთ. ისრაელის მოქალაქეები და მისი ხელმძღვანელობა ძალიან მადლიერი არიან რთულ მომენტებში აშშ-ის ისრაელის გვერდით დგომის გამო. სენატში დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი ისრაელის მეგობარია, რომელიც ისრაელს ამ დღეებშიც ძალიან ეხმარება, მაგრამ შეცდომა დაუშვა თავის განცხადებაში. ისრაელი ძლიერი დემოკრატიული ქვეყანაა და მხოლოდ მისი მოქალაქეები განსაზღვრავენ, ვინ იყვნენ მისი ლიდერები და როგორი იყოს მათი მომავალი. ამ საკითხში ნებისმიერი გარე ჩარევა არასწორი და მიუღებელია“, – წერს განცი „ტვიტერზე“.
აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი ისრაელში არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა.