ბენი განცი - არსებობს იმედის მომცემი ადრეული ნიშნები მძევლების გათავისუფლების ახალ შეთანხმებაზე შესაძლო პროგრესის შესახებ
არის მცდელობები მძევლების გათავისუფლების ახალ შეთანხმებაზე და არსებობს იმედის მომცემი ადრეული ნიშნები შესაძლო პროგრესის შესახებ, – ამის შესახებ ისრაელის ომის კაბინეტის წევრმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბენი განცმა განაცხადა.
„ჩვენ არ შევწყვეტთ გზების მოძიებას და არ გავუშვებთ ხელიდან არცერთ შანსს, რათა ჩვენი გოგოები და ბიჭები სახლში დავაბრუნოთ. იმ შემთხვევაში, თუ ახალ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, ჩვენ გავაგრძელებთ მოქმედებას რამადანის პერიოდშიც“, – აღნიშნა განცმა.