ბენი განცი აცხადებს, რომ ისრაელი მზადაა, ლიბანს ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარება გაუწიოს
ისრაელის თავდაცვის მინისტრი და ქვეყნის ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი ბენი განცი აცხადებს, რომ ისრაელი მზადაა, ლიბანს დახმარება აღმოუჩინოს. განცხადება ბენი განცმა „ტვიტერში“ გააკეთა.
მისი თქმით, ისრაელი მზადაა, ლიბანს ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარება გაუწიოს.
ბენი განცის თქმით, ორ ქვეყანას შორის არსებული უთანხმოების გამო, ისრაელმა ლიბანის მთავრობასთან დაკავშირება უსაფრთხოებისა და დიპლომატიური არხებით დაამყარა.
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება დღეს მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია 30 დაღუპულისა და 3 000-ზე მეტი დაშავებულის შესახებ.