ბენჟამინ გრივო - თუ აშშ-ის სანქციები ევროპულ კომპანიებს დააზარალებს, ევროკავშირი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში იდავებს
თუ აშშ-ის სანქციები ევროპული კომპანიების ინტერესებს დააზარალებს, ევროკავშირმა დავა შესაძლოა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში დაიწყოს – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ბენჟამენ გრივოს თქმით, ევროკავშირის ქვეყნები ირანში მომუშავე კომპანიების ინტერესებს დაიცავენ.
„ნათლად ვაცხადებ, რომ ევროკავშირი მზადაა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში იდავოს ნებისმიერ ცალმხრივ ზომაზე, რომელმაც შესაძლოა დააზარალოს ევროპული კომპანიები. პროპორციული პასუხი კი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ დაწესებული წესების შესაბამისად იქნება“ – აღნიშნა გრივომ.